ელტონ ჯონი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთს უცხადებს მხარდაჭერას

საქართველო, თბილისი - 2020-10-05 18:52:00

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, სომხეთის მხარდამჭერ კამპანიას უერთდება. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელ Instagram-ზე წერს.

"ვუერთდები მხარდამჭერ კამპანიას, რადგან ჩვენ სომხებისთვის მშვიდობა გვსურს”, - წერს ბრიტანელი მომღერალი.

ელტონ ჯონის თქმით, ის 2018 წელს იმყოფებოდა სომხეთში, სადაც "ადგილობრივების კეთილშობილება და ადამიანურობა დაატყდა თავს".

"ახლა სომხეთი და არცახი აზერბაიჯანულ-თურქულ უსაფუძვლო აგრესიას განიცდიან. სამოქალაქო პირები ამ აგრესიის მსხვერპლნი ხდებიან და ორივე მხარეს ხალხი უაზროდ იღუპება. სომხები მშვენიერი ხალხია და მშვიდობას იმსახურებენ", - დასძინა მან.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

I am joining others today posting a red block because we want #PeaceForArmenians In May 2018, I visited this beautiful country and was overwhelmed with the kindness and humanity shown to me by the Armenian people. Now Armenia and Artsakh are under attack from unprovoked Azeri/Turkish aggression. Civilians are being targeted and there are needless deaths on both sides. Armenians are beautiful people and they deserve lasting peace from years of historical persecution.

A post shared by Elton John (@eltonjohn) on