ყარაბაღში სტეპანაკერტის დაბომბვისთვის აზერბაიჯანს საპასუხო დარტყმებით ემუქრებიან

საქართველო, თბილისი - 2020-10-02 14:56:00

თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივანი ვაგრამ პოღოსიანი სტეპანაკერტის დაბომბვისთვის აზერბაიჯანს "პროპორციული პასუხით" ემუქრება.

"იქნება პროპორციული პასუხი, რომელზეც მთელი პასუხიმგებლობა ალიევს (აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ) ეკისრება“, - წერს პოღოსიანი Facebook-ზე.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი - სტეპანაკერტი დაბომბეს.

უწყების ცნობით, დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაჭრილები.

ფოტო: EPA