სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა ყარაბაღის დედაქალაქი დაბომბეს

საქართველო, თბილისი - 2020-10-02 14:27:00

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი დაბომბეს. ინფორმაციას სომხეთის სახელმწიფო სააგენტო "არმენპრესი" ავრცელებს.

"მათ სტეპანაკერტი დაბომბეს", - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, არწრუნ ოვანესიანმა.

სააგენტოს ცნობით, დაშავებულია ბევრი ადამიანი და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.