ისრაელში კარანტინი 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 2020-10-01 12:33:00

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სრული კარანტინი 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Haaretz-ი ავრცელებს.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ კარანტინის რეჟიმი 10 ოქტომბრამდე იქნებოდა დაწესებული.

მთავრობის გადაწყვეტილებით შეიზღუდა პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის ფორმა. ახლა მოქალაქეებს შეეძლებათ დააორგანიზონ ან მონაწილოება მიიღონ პროტესტში, მხოლოდ მათი საცხოვრებელი სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსში. აქციის მონაწილეთა რაოდენობა 20 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს.

თელ-ავივის ასობით მაცხოვრებელი ოთხშაბათს, საღამოს ქუჩაში გამოვიდა, მიტინგების შეზღუდვის გასაპროტესტებლად. ოთხი ადამიანი დააკავეს პოლიციელებზე თავდასხმისთვის.

განმეორებით კარანტინის რეჟიმი ისრაელმა, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, 18 სექტემბერს დააწესა.

1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ აღრიცხულია 248 131 შემთხვევა, გარდაიცვალა 1 571 პაციენტი.

ფოტო:Reuters