მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 2020-09-29 11:34:00

მსოფლიოში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 000 555-ს მიაღწია.

საერთო ჯამში, მსოფლიოში კორონავირუსის 33 273 720 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულია 23 056 480 ადამიანი.