საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებას ეხმიანება და შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ პრეზიდენტი მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.
"უაღრესად შეშფოთებული ვარ ცნობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების შესახებ. მხარეებს მშვიდობისკენ მოვუწოდებთ. სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენს რეგიონში უნდა იყოს ჩვენი საერთო მიზანი", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
Very concerned with the resumption of hostilities between Armenia and Azerbaijan. We call for peace. Stability and peace in our region must be our common cause.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 27, 2020
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დღეს დილიდან უკიდურესად დაიძაბა. მხარეები ერთმანეთს სამხედრო თავდასხმაში ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა.
სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა დაიწყო შეტევა მთიან ყარაბაღზე.