ხარკოვში უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 20 სამხედრო კურსანტი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2020-09-25 23:20:00

ხარკოვში უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 20 სამხედრო კურსანტი ემსხვერპლა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი Ан-26 ხარკოვის მხარეში, ჩარგუევის მახლობლად, დღეს საღამოს ჩამოვარდა.  თვითმფრინავი დაშვებისთვის ემზადებოდა, რა დროსაც ის მიწაზე დაენარცხა და ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმფრინავის ბორტზე 28-მდე სამხედრო კურსანტი იმყოფებოდა.