ხარკოვთან უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 2020-09-25 22:56:00

ხარკოვის მხარეში, ჩარგუევის მახლობლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი Ан-26 ჩამოვარდა.

როგორც იუწყებიან, თვითმფრინავი დაშვებისთვის ემზადებოდა, რა დროსაც ის მიწაზე დაენარცხა. თვითმფრინავს ჩამოვარდნისთანავე ცეცხლი გაუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 30-მდე სამხედრო კურსანტი იმყოფებოდა.

ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულთა ან მსხვერპლა შესახებ.