მეტროპოლიტენ ოპერის სეზონის გახსნა კიდევ ერთი წლით გადაიდო

საქართველო, თბილისი - 2020-09-24 17:57:00

კორონავირუსის პანდემიის გამო, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერის სეზონის გახსნა კიდევ ერთი წლით გადაიდო. 

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წამყვანი საოპერო სცენა 2012 წლის სექტემბრამდე დახურული იქნება. გადაწყვეტილების შესახებ საოპერო თეატრის ადმინისტრაციამ განაცხადა.

როგორც იუწყებიან ეს პირველი შემთხვევაა თეატრის 137-წლიანი ისტორიის განმავლობაში.

"არაფერი გვსურს იმაზე მეტად, რომ დავუბრუნდეთ ჯადოსნური საოპერო სამყაროს შექმნას თქვენთვის, მაგრამ ჩვენი და ჩვენი აუდიტორიის უსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტულია", - განაცხადა თეატრის გენერალურმა მენეჯერმა.

მისივე თქმით, წარმოდგენები არ განახლდება ვიდრე ვაქცინის ფართო გამოყენება არ მოხდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო მეტროპოლიტენ ოპერა მარტში დაიხურა. სეზონის განმავლობაში საოპერო თეატრი 200-ზე მეტ წარმოდგენას მასპინძლობს, რომელსაც 800 000-ზე მეტი კლასიკური მუსიკისა და ბალეტის მოყვარული სტუმრობს.