165 შემთხვევიდან 108 აჭარაში გამოვლინდა - მარინა ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 2020-09-14 11:22:00

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 165 შემთხვევიდან, 108 აჭარის რეგიონში გამოვლინდა. მისი თქმით, აჭარაში გაძლიერებული მუშაობა მიმდინარეობს, რათა სწრაფად მოხდეს ინფექციის ლოკალიზება.

"165 დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, აჭარიდან არის-109, თბილისიდან 17, სამეგრელო ზემო-სვანეთი 9, ქვემო ქართლი- გარდაბანი- 9, შიდა ქართლი, გორი-6, კახეთი-გურჯაანი -6, გურია- ოზურგეთი - 4, იმერეთი-4, მცხეთაში კი, 1 დადასტურებული შემთხვევაა.

აჭარაშია ყველაზე მეტი შემთხვევა, შესაბამისად, აქ მიმდინარეობს მუდმივად გაძლიერებული მუშაობა. ბათუმი კვლავ არის ძირითადი საყურადღებო ადგილი,"- განაცხადა მარინა ეზუგაბიამ.