ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 10 561 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 2020-09-12 23:26:00

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 10 561 შემთხვევა გამოვლინდა. იუწყება Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ვირუსულ ინფექციას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სულ კორონავირუსული ინფექციით საფრანგეთში 30 910 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელების დღიდან საფრანგეთში Covid-19 373 911 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 89 ათასზე მეტი.