ხვალიდან უნივერსიტეტის სტუდენტები მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების დარგვას დაიწყებენ

საქართველო, თბილისი - 2009-11-15 14:18:00

ტყის მასივის გავრცელების ინიციატივა დედაქალაქის მერიას ეკუთვნის, შესაბამისი კურთხევა კი სტუდენტებს დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მისცა.

სამების ტაძარში, ქადაგებისას უწმინდესმა აღნიშნული აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მერიას ნერგების პრობლემა არ შეექმნება.

წირვას თბილისის მერი, ვიცე-მერი და უნივერსიტეტის რექტორიც ესწრებოდნენ.