სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 2020-09-02 22:31:00

იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდასტურდა. იუწყება ადგილობრივი მედია.

83 წლის პოლიტიკოსი, ამჟამად ევროპარლამენტის წევრი, მისი ექიმის განცხადებით, ასიმპტომურია და ლომბარდიაში, საკუთარ სახლში იმყოფება.

ბერლუსკონის პარტიამ Forza Italia-მ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი გააგრძელებს კანდიდატების მხარდაჭერას მომავალ რეგიონალურ და ადმინისტრაციულ არჩევნებში.

ფოტო: AFP