38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა - მარინა ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 2020-09-02 11:18:00

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, 7 ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, 4 შემთხვევა შემოტანილია (მათგან 2 მძღოლია).

მისივე თქმით, 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით.