გზაჯვარედინებზე გამყოფი სამკუთხედების მოწყობას 74 % დადებითად აფასებს

საქართველო, თბილისი - 2009-11-15 13:26:00

ასოციაცია "დაცულმა მოძრაობამ" გზაჯვარედინების შესახებ კვლევა ჩაატარა. 

ორგანიზაცია დაინტერესდა, განმუხტავს თუ არა საცობებს გზაჯვარედინებზე მოწყობილი გამყოფი სამკუთხედები და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების კუნძულები.

სოციოლოგიური მეთოდით 1 500-მდე მძღოლი გამოიკითხა. 74 პროცენტის აზრით, გატარებული სამუშაოები შედეგიანია, 88 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ გზაჯვარედინებზე უსაფრთხოების კუნძულების დანერგვა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.