ლუკაშენკას გადაწყვეტილებით, ბელარუსის არმიაში სრული სამხედო მზადყოფნა გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 2020-08-22 16:16:00

ბელარუსის პრეზიდენტის ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადაწყვეტილებით, არმიის სრული სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა. ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ლუკაშენკამ აღნიშნული გადაწყვეტილება "ბელარუსის საზღვრებთან ნატო-ს სამეხდრო შენაერთების გააქტიურებით" ახსნა.

"ჩვენი საზღვრების სიახლოვეს, პოლონეთისა და ლიეტუვის ტერიტორიაზე შეინიშნება ნატო-ს ძალების გადაადგილება", - განმარტავს ლუკაშენკა.

მისი თქმით, არმიის სრულ მზადყოფნაში მოყვანა პირველად მოხდა ბოლო 25 წლის განმავლობაში.

ბელარუსში პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგებიც ოპოზიციამ არ ცნო. ქვეყანაში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და გაფიცვები.