ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის ნომინაცია ოფიციალურად მოიგო

საქართველო, თბილისი - 2020-08-19 13:22:00

შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე 77 წლის ჯო ბაიდენი ოფიციალურად დასახელდა საპრეზიდენტო კანდიდატად.

კორონავირუსის პანდემიის გამო, პარტიის ეროვნული კონვენცია ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

პარტიის დელეგატების ყველაზე მეტი, 3 558 ხმა ჯო ბაიდენმა მიიღო, მისმა შიდაპარტიულმა მეტოქემ, ვერმონტის სენატორმა, ბერნი სანდერსმა კი - 1 151.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. რესპუბლიკელთა სახელით, ბაიდენს დაუპირისპირდება ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.