ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 2020-08-10 17:34:00

სახელგანთქმულ ესპანელ მსახიობს, ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება.

როგორც იუწყებიან, მსახიობი კარანტინში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

მსახიობს დღეს 60 წელი შეუსრულდა.