გამოართვით 200 ლარი, კიტრი, პომიდორი, "რაზვადნოი კლუჩი".. მერე ხმა არ მისცეთ - გივი თარგამაძე

საქართველო, თბილისი - 2020-08-06 20:57:00

გამოართვით ყველაფერი, 200 ლარი, კიტრი, პომიდორი, "რაზვადნოი კლუჩი" ... - ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 18  წლამდე მოქალაქეებს 200-200 ლარი დაურიგდებათ. 

საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გახარიას თქმით, ბავშვებისთვის სოციალური დახმარება გაიცემა სასწავლო წლის დაწყებისას.