საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 2020-07-20 10:14:00

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1039-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1039 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 900 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 15.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 232.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.