რუსთავი-თბილისის 17-კილომეტრიანი გზის მშენებლობა რვა წელია მიმდინარეობს და დღემდე არ დასრულებულა - დავით კირკიტაძე

საქართველო, თბილისი - 2020-07-06 15:43:00

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ რუსთავი-თბილისის 17 კილომეტრიანი გზის მშენებლობა რვა წელია მიმდინარეობს და დღემდე არ დასრულებულა.

კირკიტაძის თქმით, ყველაზე რთულ, 6-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები შეჩერებულია.

"დღეს, 2020 წელს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ყველაზე რთული მონაკვეთი თბილისი-რუსთავის არის მიტოვებული, არ გაკეთებულა არაფერი და არ მიმდინარეობს სამუშაოები. დღეს გვაქვს მოცემულობა ასეთი, რომ "ქართული ოცნება", როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, დღემდე მათ ყოველდღიურად 6 მეტრი გზა დაეგო თბილისი-რუსთავის შემაერთებელი გზა იქნებოდა დასრულებული. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რა დამოკიდებულება აქვს რუსთავის მოქალაქეების მიმართ საქართველოს ხელისუფლებას”, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.