გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეოკამერების ჩანაწერებს ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 2020-06-27 20:42:00

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებასა და ვიდეოკადრებს ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალი წარედგინა. საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით 17-ვე პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.