საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 2020-06-25 16:47:00

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს.

ტურავას კანდიდატურას 5-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი. რაც შეეხება მეორე კანდიდატ ირინე იმერლიშვილს, მან 4 მოსამართლის მხარდაჭერა მიიღო.

მერაბ ტურავა თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.