კოსოვოს პრეზიდენტს საგანგებო ტრიბუნალმა სამხედრო დანაშაულის ბრალდება წარუდგინა

საქართველო, თბილისი - 2020-06-24 20:49:00

კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის ჰააგის საგანგებო ტრიბუნალმა ბრალი წარუდგინა სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში.

10-პუნქტიანი ბრალდების წარდგენა დაემთხვა ჰაშიმ ტაჩის დაგეგმი ვიზიტს შეერთებულ შტატებში, სადაც მან მოლაპარაკებები უნდა გამართოს სერბეთის ლიდერთან, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით.

კოსოვოში ჩადენილი დანაშაულების გამოძების საგანგებო ტრიბუნალის მიერ მომზადებული ბრალდების მიხედვით ჰაშიმ ტაჩის და სხვებს ბრალად ედებათ კოსოვოს კონფლიქტის დროს, 1998-99 წლებში, ადამიანთა მკვლელობა, წამება და გატაცება.

იუწყებიან, რომ საუბარია 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაზე. დანაშულების მსხვერპლნი არიან კოსოვოელი ალბანელები, სერბები, ბოშები და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.