ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა დასაგარეო პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჟოზეპ ბორელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"8 მარტის შეთანხმება საქართველოში იყო ისტორიული მიღწევა. ამ შეთანხმების შემდეგ ნაბიჯად, იმედი გვაქვს, ვიხილავთ საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი ყველა მონაწილის მხარდაჭერას, ახალი საარჩევნო სისტემისთვის. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება 8 მარტის შეთანხმების ყველა ვალდებულების შესრულებას არჩევნების კონტექსტში", - ნათქვამია ბორელის განცხადებაში, რომელიც მიკრობლოგ "ტვიტერზე" გავრცელდა.
8 March agreement in Georgia was a historic achievement. As next crucial step, we hope to see support by all sides to constitutional amendments for a new election system. The EU will monitor closely the continued implementation of all 8 March commitments in view of elections
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) June 19, 2020