საქართველოში COVID-19-გან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 526-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2020-05-25 10:13:00

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 731-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 731 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 526 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.