კახეთი მწვანე ზონის სტატუსს კვლავ ინარჩუნებს - რეგიონში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა გამოვლენილა

საქართველო, თბილისი - 2020-05-23 15:06:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 28 ნიმუშის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.

კახეთის რეგიონში 8 საკარანტინო ზონაში 219 მოქალაქე იმყოფება.

ბოლო ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა გამოვლენილა.

სულ კახეთიდან კორონავირუსის ტესტზე გაგზავნილია 3 600-ზე მეტი ნიმუში.