საქართველოში COVID-19-გან უკვე 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 2020-05-23 11:06:00

საქართველოში COVID-19-გან უკვე 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 728 შემთხვევაა დადასტურებული.

stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 728 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 509 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3259 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 323.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.