საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 728-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2020-05-23 11:04:00

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 728-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 728 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 509 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3259 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 323.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.