რა თქმა უნდა, მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების აკრძალვაც მოიხსნება - იმნაძე

საქართველო, თბილისი - 2020-05-20 20:50:00

რა თქმა უნდა, მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების აკრძალვაც მოიხსნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს, - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

მისი თქმით,  ბევრი რეგულაცია იხსნება, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო.

„რა თქმა უნდა, მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების აკრძალვაც მოიხსნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს და ამ ზაფხულს კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებით არ შევხვდეთ“, - თქვა იმნაძემ.