რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 300 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 2020-05-20 15:42:00

 ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 764 შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც, ჯამში ქვეყანაში კორონვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 308 705-მდე გაიზარდა.

გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციით 135 ადამიანი დაიღუპა. სულ რუსეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 2 972-ია.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, შეერთებული შტატების შემდეგ.