საქართველოში კორონავირუსისგან 475 პაციენტი განიკურნა

საქართველო, თბილისი - 2020-05-20 11:24:00

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 19 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 475 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 713 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 475 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.