საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 713-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2020-05-20 10:45:00

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 713-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 713 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 475 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.