საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 702-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2020-05-19 10:10:00

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 702-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 702 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 456 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3787 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 337.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.