ჩეხეთში დასრულდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი

საქართველო, თბილისი - 2020-05-18 14:33:00

კვირას, ჩეხეთის რესპუბლიკაში დასრულდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩეხეთის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 12 მარტს გამოცხადდა. მოგვიანებით კი ორჯერ განახლდა - ჯერ 30 აპრილამდე, შემდეგ კი 17 მაისამდე.

კორონავირუსის პირველი 3 შემთხვევა ჩეხეთში 1-ელ მარტს დაფიქსირდა, სამი მათგანს იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

ამის შემდეგ, ჩეხეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა საჰაერო კომუნიკაცია იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებთან, შემდეგ,ზოგადად, იტალიასთან და სხვა ქვეყნებთან, სადაც COVID-19 ეპიდემია მძვინვარებდა.

ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 475 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 5 462 პაციენტი, გარდაიცვალა 298 ადამიანი.