უხანში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 2020-04-26 13:37:00

ჩინეთში, ხუბეის პროვინციის დედაქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამ დროისთვის, საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი იმყოფება. იუწყება ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტიტი.

კომიტეტის პრესსპიკერის განცხადებით, Covid-19-ით ინფიცირებულმა ბოლო პაციენტმა საავადმყოფო პარასკევს დატოვა.

მისივე თქმით, ქალაქში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიც არ დაფიქსირებულა.

დეკემბრის ბოლოდან, ვირუსის უხანში აფეთქების დღიდან, ჩინეთი კორონავირუსით ინფიცირების 82 816 შემთხვევის შესახებ იუწყებოდა, მათგან 4 632 პაციენტი გარდაიცვალა.

ჩინეთში აღრიცხული შემთხვევების 56% უხანში დაფიქსირდა, 46 452 შემთხვევა.