ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებით $600 000 დოლარი გამოყო

საქართველო, თბილისი - 2020-04-17 18:44:00

ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 დოლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

"ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება. COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში $1.7 მილიონი დოლარი გამოყო", - ნათქვამია განცხადებაში.