ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით დომინიკ რააბი შეასრულებს

საქართველო, თბილისი - 2020-04-07 11:47:00

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი შეასრულებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრემიერ-მინისტრი ჯონსონი კორონავირუსის სიმპტომების გართულების გამო ლონდონის ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ცოტა ხნის წინ, მაიკლ გოვემ, ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერმა BBC-ის უთხრა, რომ ჯონსონი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა მას ჟანგბადი მიეწოდება.

ბორის ჯონსონმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დომინიკ რააბს სთხოვა.

ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და თვითზოლაციაში სახლში იმყოფებოდა, ლონდონის ჰოსპიტალში 06 აპრილს გადაიყვანეს.