კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მექსიკაში

საქართველო, თბილისი - 2020-03-19 15:17:00

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მექსიკაში. ინფორმაცია მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

უწყების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ჰოსპიტალიზება 9 მარტს მოხდა. პაციენტს დიაბეტი ჰქონდა.

სამინისტროს არ გამოუქვეყნებია სხვა ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირების 93 შემთხვევაა აღრიცხული.