კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მოლდოვაში

საქართველო, თბილისი - 2020-03-18 11:44:00

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა მოლდოვაში.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ვიორიკა დუმბრევიანუს განცხადებით, გარდაიცვალა 60 წლის ქალი.

ბოლო მონაცემებით, მოლდოვაში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული. პარლამენტის გადაწყვეტილებით საგანგებო რეჟიმი 17 მაისამდე იმოქმედებს.