სიეტლის მერია 6000 ოჯახს 800-დოლარიან საკვების ვაუჩერს გადასცემს

საქართველო, თბილისი - 2020-03-17 18:35:00

ვაშინგტონის შტატის დედაქალაქის, სიეტლის მერმა ჯენი დურკანმა განაცხადა, რომ მერია უზრუნველყოფს 6000-ზე მეტ ოჯახს 800-დოლარიანი ვაუჩერით, რომლის განაღდება შტატში მდებარე ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ ნათქვამია მერის ოფისის განცხადებაში, რომელსაც CNN-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ბენეფიტით ისარგებლებენ ოჯახები, რომლებიც ჩართულები არიან ბავშვზე ზრუნვისა და საკვებით უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამებში.

"ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მხარი დავუჭიროთ ოჯახებს, რომ მათი სუფრა ცარიელი არ იყოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ვაუჩერით შესაძლებელი იქნება საკვებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, გარდა თამბაქოსი, ალკოჰოლის, საწვავის და ლატარიის ბილეთებისა.

ვაშინგტონის შტატი შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული შტატია.