იტალიაში ევროპის კონტინტენზე კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 1500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 34 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელებამ იტალიაში ტურიზმის სექტორს დარტყმა მიაყენა. ვრცელდება ფოტოები, სადაც ასახულია ტურისტული ღირსშესანიშნაობები ვიზიტორების გარეშე.