ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ 8 ადამიანს COVID 19 არ დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 2020-03-02 10:01:00

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 19 პაციენტიდან 8-ს ახალი კორონავირუსი - COVID 19 არ დაუდგინდა.

დანარჩენის ანალიზის პასუხის კი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. 

რაც შეეხება, კორონავირუსით დაინფიცირებულ 3 პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.