მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის საერთო ქონება 444 მლრდ დოლარით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 2020-03-01 14:08:00

Bloomberg-ის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის საერთო ქონება 444 მლრდ დოლარით შემცირდა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე, გლობალურ საფონდო ბირჟებზე ინდექსების ფართომასშტაბიანი ვარდნის გამო.

როგორც იუწყებიან, ყველაზე დიდი დანაკლისი Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განიცადა, რომელმაც 11.9 მლრდ დოლარი დაკარგა.

Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის ქონება 10 მლრდ დოლარით შემცირდა, LVMH-ის (Louis Vuitton Moët Hennessy) დამფუძნებლის, ბერნარ არნოს ქონება კი 9.1 მლრდ დოლარით.

დაზარალებულ მილიარდერთა ათეულში შედიან Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი, ამერიკელი ბიზნესმენი უორენ ბაფეტი, Facebook-ის დამფუძნებელი მარც ზაკერგებერგი და Google-ის თანადამფუძნებლები ლარი ფეიჯი და სერგეი ბრინი.

ზარალის უმეტესი ნაწილი, 80 % უკავშირდება მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნის შიშს, რომელიც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია.