მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 000-ზე მეტი პაციენტი განიკურნა

საქართველო, თბილისი - 2020-03-01 12:55:00

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 000-ზე მეტი პაციენტი განიკურნა. 

ამ დროისთვის, გლობალური მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 86 993 ადამიანი. კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი 2 979 ადამიანი.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 573 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 35 პაციენტი.

კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 3 შეთხვევაა დადასტურებული.