სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 2020-03-01 12:14:00

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

”დაახლოებით ორი საათის წინ დადასტურდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა. პაციენტი არის 29 წლის მოქალაქე, რომელიც 28 თებერვალს ჩამოვიდა თვითმფრინავით ირანიდან", - წერს პრემიერ მინისტრი.

ფაშინიანის თქმით, ინფიცირებული თავად მივიდა სამედიცინო დაწესებულებაში. ამჟამად, პაციენტი თავს კარგად გრძნობს, თავდაპირველად ჰქონდა მომატებული ტემპერატურა, ამჟამად კი, ეს სიმპტომიც არ აღენიშნება.