აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა

საქართველო, თბილისი - 2020-02-29 16:59:00

კორონავირუსის საფრთხის გამო, აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ორი კვირით ჩაკეტა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდიონაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც იუწყებიან საზღვარდი დღეს ადგილობრივი დროის 16:00 საათზე დაიკეტა.

აზერბაიჯანში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული.