BBC-ის ცნობით, ირანში კორონავირუსისგან 210 ადამიანი დაიღუპა, მთავრობა აცხადებს, რომ გარდაცვლილი მხოლოდ 34-ია

საქართველო, თბილისი - 2020-02-28 21:50:00

BBC-ის ცნობით, ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მაღალია, ვიდრე ამას ირანის მთავრობა ადასტურებს.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით, BBC-ის ირანული ბიურო ირწმუნება, რომ ქვეყანაში კორონავირუსმა 210 ადამიანი იმსხბერპლა. ხელისუფლების ოფიციალური მონაცემების მიხედვით კი გარდაცვლილი მხოლოდ 34-ია.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის პარლამენტმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მუშაობა შეაჩერა.