კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მექსიკაში

საქართველო, თბილისი - 2020-02-28 18:23:00

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტი მეხიკოს სამედიცინო ცენტრში იმყოფება, ხოლო მეორე კი ქვეყნის ჩრდილოეთით, სინალოას შტატში. ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

ერთ-ერთ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა იტალიიდან.