31 წლის ქალს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფექციის სიმპტომები არ ჰქონდა - თენგიზ ცერცვაძე

საქართველო, თბილისი - 2020-02-28 15:05:00

პაციენტს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფექციის სიმპტომები არ ჰქონდა , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის ახალ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

„ პაციენტს არ აქვს არანაირი ჩივილი, არც მაღალი ტემპერატურა, თუმცა ლაბორატორიულმა კვლევამ კორონავირუსი დაადასტურა“, - თქვა ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ 31 წლის ქალი, იყო იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც დიდი რისკი არ არის, თუმცა მას აღმოაჩნდა კორონავირუსი.

ამჟამად ინფექციურ საავამდყოფოშიი სულ 34 პაციენტი იმყოფება.